შენობების ფასადების განახლება და სკვერების კეთილმოწყობა – ამბროლაურში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

“განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოების მიმდინარეობას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერ ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად პირადად გაეცნო.

“პროგრამის ფარგლებში, ამბროლაურში სამუშაოები მიმდინარეობს კოსტავას ქუჩაზე, სადაც გათვალისწინებულია 3 შენობის რეაბილიტაცია და კულტურის სახლის უკან მდებარე  ‘’მაგრელიოს სკვერის’’ კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ასევე დაგეგმილია და უახლოეს მომავალში დაიწყება კოსტავას ქუჩაზე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები