200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შემდეგ, რეგიონებში ვაქცინაციის ტემპი მატულობს

მთავრობის მიერ წამოწყებული, 200-ლარიანი წამახალისებელი ღონისძიების შედეგად, ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა. იმუნიზაციის პუნქტებში ხალხმრავლობაა საქართველოს ყველა რეგიონში. აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, სადაც დღიურად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი იცრება, როდესაც გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 15-20-ს არ აღემატებოდა.

“სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან იყო შემცირებული და ნოემბრის თვეში ვაქცინაციაზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ალბათ, ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია მთავრობის ინიციატივა, პენსიონრებისთვის 200-ლარიანი დანამატის მიცემა გახდა. მსგავსი ინიციატივები მთავრობის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. თავად ადამიანებიც დარწმუნდნენ, რომ ვინც ვაქცინირებულია უფრო მარტივად გაადაქვს ვირუსი.
მოვუწოდებ ყველას, პენსიონრებს, ახალგაზრდებს, უფრო აქტიურად მოგვმართონ. გთხოვთ, აიცერით, ჩვენი და სხვისი სიცოცხლის დასაცავად”, – ამბობს ოჯახის ექიმი, ქეთინო ჭყონიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები