მიხეილ სააკაშვილი ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს მადლობას უხდის
მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის პოზიციის დაფიქსირებისათვის ამირან გამყრელიძესა და დავით სერგეენკოს.
გზავნილი ციხიდან მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გამოიტანა:
“ჩვენ მადლიერებას გამოვახტავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პოლიტიკურ შეხედულებებზე უფრო მაღლა დააყენა პროფესიული და სამოქალაქო ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი პოზიცია, მათ შორის, ბატონ გამყრელიძესა და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე, ეს პრეზიდენტის პოზიციაა”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.