ივანე ჩხაიძე – ვაქცინაციაზე: თუ ისევ დავრჩით 7-10 ათასის ფარგლებში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ღონისძიებებმა შედეგი არ მოგვცა, ეს იქნება ყველაზე ცუდი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, პანდემიაზე კონტროლის დასამყარებლად საჭიროა, იმუნიზაციის პროცესში უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს.

“თუ ჩვენ გვინდა, მართლა რეალურ შედეგზე ვისაუბროთ, რომელმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ქვეყანაში პანდემიის კონტროლზე, 21-28-30 ათასი ადამიანია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და დეკემბერ-იანვრისთვის უფრო მომზადებული შევხვდეთ ზამთრის პერიოდს – მომზადებაში ვგულისხმობ მოსახლეობის იმ პროცენტულ რაოდენობას, რომელსაც ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ.

ეს მაჩვენებელი რომ 50%-ს გადასცდეს, მაშინ გარკვეულად კიდევ იმედი გვექნება, რომ არ იქნება საქართველოში ყოველდღიურად 4-5 ათასი ინფიცირებული და 70-80 გარდაცვლილი. რამდენად ოპტიმისტურია მოლოდინი, ვნახავთ ამ კვირის განმავლობაში. თუ ისევ დავრჩით 7-10 ათასის ფარგლებში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ღონისძიებებმაც შედეგი არ მოგვცა, ეს იქნება ყველაზე ცუდი”, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები