ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო პენსიის შესახებ” და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების: რევაზ არველაძის, ირაკლი გორდულაძის, თეიმურაზ არშბას, გიორგი თავაძის და ანზორ ჭითანავას საკანონმდებლო წინადადება განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადების ავტორები პარლამენტს მიმართავენ, რომ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულ პირებს ხელფასთან ერთად სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის/აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება მიეცეს და ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე იყოს მოწესრიგებული.

კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება საკითხთან დაკავშირებით მოწოდებული არასრულყოფილი ინფორმაციის გამო უარყო და შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები