ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: როდესაც მათი პროტესტი ვერ იღებს მასშტაბურობას, ფიქრობენ, რომ მცირედი ჯგუფებით შეიძლება, გზები გადაკეტო და სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას “ქრონიკასთან” საუბარში გამოეხმაურა.
“როდესაც მათი პროტესტი ვერ იღებს მასშტაბურობას, ფიქრობენ, რომ მცირედი ჯგუფებით შეიძლება, გზები გადაკეტო, სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიო და უკმაყოფილება ხალხში ამ კუთხით გაავრცელო. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის სახელით და ასეთი მცდელობები კანონის მიხედვით იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.