ქარელში 50 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

  ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში საკუთარ ეზოში 50 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. აღნიშნული შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, გარდაცვლილი მეუღლემ ეზოში იპოვა. მეზობლების განცხადებით, შუახნის მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზი მათთვის უცნობია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები