იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება

იუსტიციის სამინისტროსთან ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. “თავისუფლება მიშას” – ასეთია აქციის მთავარი ლოზუნგი.
აქციის მონაწილეები სამინისტროსთან მსვლელობით მივიდნენ.

ოპოზიციის ლიდერებმა აქციიდან პირველი გზავნილი გაავრცელეს, ისინი რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები