“ირაკლი ღარიბაშვილმა და ზელენსკიმ სააკაშვილის საკითხი განიხილეს” – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტიმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”.

ასევე, “პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების გამოყენების დაუშვებლობას.”

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა “მიხეილ სააკაშვილთან მისი დედისა და ახლობლებისთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე”.

უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მეთაურმა ასევე სთხოვა, იყოს განხილული მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების შესვლის შესაძლებლობა.

“უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები