მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ძალაუფლება რომ ჰქონოდა, რა ბედი ეწეოდა ბადრაგის ყველა იმ თანამშრომელს?

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ გუშინ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი არ შეცვლილა.

„ეს ადამიანი არ შეცვლილა – არც განვლილმა 9 წელმა უშველა და არც  – უცხოეთის მოქალაქეობამ. პატიმარ სააკაშვილს, მაშინ, როდესაც ის ადამიანებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს, ძალაუფლება რომ ჰქონოდა, მისი ტონალობიდან, მისი რიტორიკიდან გამომდინარე, რა ბედი ეწეოდა ბადრაგის ყველა იმ თანამშრომელს?!“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები