“ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას, საქართველო უკეთესს იმსახურებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.
ევროპარლამენტარი სააკაშვილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.
„საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს.
სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა “, – წერს კრამონი.