სააკაშვილისთვის ხმა მაშინაც კი არ მიმიცია ვარდების რევოლუციით, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს მისი ხმისთვის ვიბრძოლებ, რადგან რაც ვნახე და რაც შევიტყვე არანაირ ადამიანურობის ფარგლებში არ ჯდება, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში განაცხადა.
ჟურნალისტი ფირობს, რომ ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც “ქართული ოცნება” ხალხს პირდებოდა.
“ისე მოახერხეთ, რომ ადამიანები რომლებიც სულაც არ ვიყავით სააკაშვილის მომხრეები დღეს მისი უფლებების დამცველებად გვაქციეთ ამ კადრების ნახვის შემდეგ. დაუშვებელია ვითომ ჰუმანურობის იდეით მოსული ხელისუფლება ასეთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ახდენდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტზე.
თუ ადამიანები ვართ, ის რასაც მას დღეს უკეთებენ, რა ფორმითაც უკეთებენ, ეს არის ამაზრზენი და მიუღებელი უნდა იყოს ყველა ნორმალური ადამიანისთვის. შეცდომები და გადაცდომები თუ რამე ჰქონდა მიშას თქვენ მოახერხეთ და ამ კადრებით, სრულიად გააფერმკრთალეთ დღეს. ახლა მის საქმეებზე კი არა, ახლა მის ასე სახალხოდ გათელილ უფლებებზე გვეფიქრება.
სააკაშვილისთვის ხმა მაშინაც კი არ მიმიცია ვარდების რევოლუციით, რომ მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს მისი ხმისთვის ვიბრძოლებ, რადგან რაც ვნახე და რაც შევიტყვე არანაირ ადამიანურობის ფარგლებში არ ჯდება. ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ოცნება გვპირდებოდა”, – ამბობს გრიგოლია.