ვლადიმერ ნადარეიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

ვლადიმერ ნადარეიშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. იგი ამ დრომდე მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.
ანი ნადარეიშვილის თქმით, ბრალდება, რომელიც სამართალდამცავებმა მის ძმას წაუყენეს, არის აბსურდული. ვლადიმერ ნადარეიშვილთან ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილიც იმყოფებოდა. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ მან კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.
ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლას უწოდებს. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ადვოკატის თქმით, მათთვის ჯერ არ გადაუციათ.
ანი ნადარეიშვილის ძმა გუშინ დააკავეს. მას ბრალად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ფულის გამოძალვა ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები