ადვოკატი – ალექსი ახვლედიანზე: ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ
“დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა”, – ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, “წამები წყვეტდა ამ სიტუაციას, ამიტომ, არ დაიბნა და დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა თორნიკე რიჟვაძის სიცოცხლე”.
„რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
შეგახსენებთ, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს.