გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სიკერი გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელჩს გააცნო რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. მხარეებმა განიხილეს ასევე სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული და ყურადღება გაამახვილეს პროცესზე, რომელიც ამ სტრატეგიის შეფასებას და შემდგომ ახალი სტრატეგიის შემუშავებას უნდა მოჰყვეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და შემდგომ, საბოლოო მოგვარების თვალსაზრისით.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და იმ პროცესების შესაძლო განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო იმ ხელშეშლელ ფაქტორებს, რომელსაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კარგი პროექტები და იდეები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ. ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ნდობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები