ირაკლი კოვზანაძე გერმანიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილეს, ტანია ჰუტსა და ეკონომიკურ ატაშეს, სარა სილანკას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, ასევე, საფინანსო სფეროში, მათ შორის, საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

ისაუბრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში. ირაკლი კოვზანაძემ გერმანიის მთავრობას ქვეყნის საბიუჯეტო და საფინანსო სექტორში გაწეული დახმარებების გამო მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები