ჯარჯი წიკლაური: ადვოკატის გამოსვლაში არცერთი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი არ მოგვისმენია, რის გამოც სასამართლოს აცილებას ითხოვენ

“ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია, დაახლოებით, ნახევარი საათია, ვუსმენთ ადვოკატების ე.წ. დასაბუთებას აცილებაზე. არცერთი სამართლებრივი ნორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არცერთი მუხლი არ მიუთითებიათ, რის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს აცილებას. არცერთი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტაცია არ მოგვისმენია, მიუხედავად ამ ხანგრძლივი გამოსვლისა”, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროკურორის თქმით, მათ ბექა ბასილაიას მხრიდან ისტორიული წიაღსვლები და ამ გარემოებების ხელოვნური დრამატიზება მოისმინეს. სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კითხვით მიმართა ჯარჯი წიკლაურს, რომ პროკურორი შემთხვევით შიმშილობის დრამატიზებაზე ხომ არ საუბრობს, რაზედაც პროკურორმა უპასუხა, რომ ყალბი პათეტიკა საჭირო არ არის.

„თქვენ ხელოვნურ დრამატიზებას ახდენთ საკითხების. არ გინდათ ეს ყალბი პათეტიკა. არ არის საჭირო, ბატონო ბექა, ეს ხომ არ არის რაღაც ქუჩის საპროტესტო აქცია, ხომ? თქვენს გამოსვლაში, არც ერთი საფუძველი, ნორმა, მუხლი არ მიგითითებიათ, რის საფუძველზე აყენებთ აცილების შუამდგომლობას“ – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. პროკურორის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც დაცვის მხარე ცდილობს, რომ სასამართლოს აცილება დააყენოს, არის ის, რომ მათ არ აწყობთ და არ მოსწონთ ცალკეული სასამართლოს გადაწყვეტილება. „ამდენად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები