თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
როგორც უგულავამ სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასა და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს.
“ადამიანს ეუბნებიან სასამართლოზე მიყვანაზე უარს, სატელეფონო ზარზე, რაც კანონით გათვალისწინებულია, ყველაფერზე ეუბნებიან უარს… სასამართლო არის ჩვეულებრივი ტროიკა, 37 წლის. პოლიტიკური დაკვეთაა, აბა, რა არის?! შესციცინებენ ჯარჯის, რასაც ეტყოდა ჯარჯი პროკურორი, იმას მერე ლამაზად აფორმებდნენ, გულისამრევია, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ტროიკა”, – ამბობს უგულავა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.