პასუხი რუსეთს – სააკაშვილის მხარდამჭერებმა რუსეთის დროშა ძირს გაფინეს, შემდეგ კი ნაგავში ჩააგდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სასამართლოს ეზოში რუსეთის დროშა მიიტანეს, ძირს გაფინეს და ფეხებით შედგნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.

მათი თქმით, ეს არის პასუხი რუსეთის პირველი არხზე გუშინ გასულ ეთერზე, სადაც სტუდიის იატაკზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული და მასზე დადიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები