“კონსტიტუციური ნორმაა სასამართლო პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, ხელებს ნუ შლი” – უგულავა სააკაშვილის საქმის პროკურორს დაუპირისპირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მის გარეშე მიმდინარეობს, ხმაურია.

სააკაშვილის ადვოკატები პროცესზე ჟურნალისტების დასწრებას ან სასამართლო სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას მოითხოვენ.

ინციდენტი მოხდა ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავასა და საქმის პროკურორს შორის.

“მთავარი კონსტიტუციური ნორმაა სასამართლო პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა. ხელებს ნუ შლი, რა იცით კანონის შესახებ, კონსტიტუციას ყოველ დღე ფეხქვეშ თელავთ”, – მიმართა უგულავამ პროკურორს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები