ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთის მუნიციპალიტეტების მერებს პროექტების განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში – ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა.

პრემიერმინისტრმა მერებთან რეგიონის საჭიროებებზე ისაუბრა და მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს არსებული პრობლემების მოგვარებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად
მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების კოორდინებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები