დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს (ვიდეო)

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი: 1978 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მურათ ა. და 1982 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გენადი ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს. 
სამართალდამცველებმა მურათ ა. 60,144 გრ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტზე დააკავეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 18,0432 გრ ჰეროინს შეიცავს. მურათ ა-სგან ამოღებულია ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა – 20 000 აშშ დოლარი. გენადი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი 4,17 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,251 გრ ჰეროინს შეიცავს. 
გამოძიება ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=91jnlX7svkg” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები