თანამედროვე გარემო და მისი გამოწვევები – რა გავლენას ახდენს ვირტუალური სამყარო ბავშვებზე

თანამედროვე ეპოქაში ბავშვები არ არიან დაცულები რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში არსებული ნეგატიური გავლენებისგან. ამ და სფეროს სხვა გამოწვევებზე მედიცინის დოქტორებმა ირმა როსტომაშვილმა, მარი სადუნიშვილმა, ნინო მაზიაშვილმა და ეთო ქავთარაძემ ვრცელი სტატია მოამზადეს.

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ჩვენი გარეგნობა, ჩაცმულობა და ვირტუალურ სამყაროში თავის წარმოჩენა ნაწილობრივ განსაზღვრავს ჩვენს როლს სოციუმში. გლამურული სამოსი და ძვირადღირებული გაჯეტები კერპად არის მიჩნეული და ადამიანები ხშირად ცდილობენ ფეხი აუბან მოდის ტენდენციებს, რათა მოერგონ საზოგადოებას. ეს ყველაზე ხშირად გვხვდება თანამედროვე სკოლებში, რაც პირდაპირ აისახება მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებასა და თანატოლებთან ურთიერთობაზე. ჩვენ გვსურს ხაზი გავუსვათ 2 მნიშვნეოვან საკითხს სკოლებში უნიფორმის ტარების მნიშვნელობას და ვირტუალური სამყაროს გავლენას მოსწავლეებზე. აქ მოცემულია მიზეზების ჩამონათვალი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ უნიფორმა ამ ტანსაცმლის ნაცვლად:

1. თანასწორობა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები ატარებენ ფორმას, არის თანასწორობის განცდა. თანამედროვე მოდის ტენდენციებისა და ბრენდების სამყაროში ტანსაცმელი გახდა ბავშვების სტატუსის სიმბოლო სკოლებში. უნიფორმა უარყოფს ამას და ნერგავს მათ შორის ერთიანობის გრძნობას. ამგვარად, მოსწავლეები თავს გაუცხოვებულად აღარ გრძნობენ.

2. ფოკუსირება სწავლაზე

უნიფორმის ჩაცმით მოსწავლეები აღარ იგრძნობენ თავს დაუცველად, მიუხედავად გარეგნობისა თუ სოციალური მდგომარეობისა. აღარ ექნებათ დაბალი თვითშეფასება და ამგვარად, მათ არ ექნებათ ზეწოლა, მოერგონ საზოგადოებას და შეძლებენ თავიანთი ენერგია სწავლაზე დახარჯონ. საერთო ჩაცმულობის კოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს გამოხატოს და გამოავლინოს საკუთარი თავი ხელოვნებაში, სპორტში, მუსიკაში და აკადემიურ მოსწრებაში.

3. დროის დაზოგვა

დღესდღეობით ჩვეულებრივი მოვლენაა როდესაც ბავშვის გარდერობი სავსეა მრავალფეროვანი ტანსაცმლით. შედეგად, ბავშვები დიდ დროს ხარჯავენ იმის გადასაწყვეტად, თუ რა ჩაიცვან იმ დღეს სკოლაში. უნიფორმით ზუსტად გეცოდინებათ რა ჩაიცვათ, არ იქნებით შეპყრობილი „იდეალური“ ტანსაცმლის ჩაცმის იდეით”, – აღნიშნავენ მედიცინის დოქტორები და აქვე ყურადღებას ამახვილებენ
სოციალური მედიასა და მოზარდსბის ფსიქიკურ ჯანმრთელობის კავშირზე.

“ბევრი ჩვნგანი სარგებლობს სოციალური მედიით, თუმცა გადაჭარბებულმა მიჯაჭვულობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია და სხვა მენტალური დარღვევა. ადამიანები სოციალური არსებები ვართ. ჩვენ გვჭირდება მეგობრობა და ურთიერთობები, რათა გავცვალოთ ემოციები და განცდენი. ჩვენი ურთიერთობები დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბედნიერების განცდაზე. სხვებთან პირად ურთიერთობას შეუძლია შეამსუბუქოს სტრესი, შფოთვა და დეპრესია, გაზარდოს თვითშეფასება, უზრუნველყოს კომფორტი და სიხარული, აგვაცილოს მარტოობის განცდა.

ძლიერი სოციალური კავშირების ნაკლებობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. დღევანდელ სამყაროში ბევრი ჩვენგანი იყენებს სოციალურ მედია პლატფორმებს, როგორიცაა Facebook, Tik Tok, Twitter, Snapchat, YouTube და Instagram, რათა იპოვონ და დაუკავშირდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს აქვს თავისი დადებითი მხარე , მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სოციალური მედია ვერასოდეს იქნება რეალურ სამყაროში ადამიანური კავშირის შემცვლელი.

ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება სხვებთან პირადი ურთიერთობების, ეს მათ სჭირდება იმისათვის , რომ ჰქონდეთ ჰორმონია, რომელიც ამსუბუქებს სტრესს და აგრძნობინებს თავს უფრო ბედნიერად, ჯანმრთელად და პოზიტიურად.

სოციალურ სამყაროში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა იწვევს: დამოკიდებულებას და ხშირ შემთხვევაში შურს. მოსწავლეები არაცნობიერად იწყებენ ერთმანეთის დაბულინგებას მაგალითად: თუ რაიმე არ გაქვს ნანახი ეს უკვე სირცხვილად ითვლება შედეგად მოსწავლეები მუდმივად არიან შფოთვის ქვეშ, რაც შემდეგ მათ აკარგვინებს რეალობის განცდას და იწვევს რეალურ სამყაროში იზოლაციას და მარტოობას.
მოსწავლეებს უჩნდებათ სირთულე ბრაზის მართვისას , განსაკუთრებით მაშინ თუ აქტიურად არიან ჩართულები კომპიუტერულ თამაშებში. ამ ყოველივეს შედეგად მათ უჭირთ მარტივ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები