„კასპერსკის ლაბორატორია“ პარტნიორებსა და მომხმარებლებს თავისი პროგრამული კომპონენტების ტექნიკურ აღწერას სთავაზობს

„კასპერსკის ლაბორატორიის“ პარტნიორები და მომხმარებლები მთელს მსოფლიოში შეძლებენ, მოთხოვნის შემთხვევაში, მიიღონ მესამე მხარის კომპონენტების სია, რომლებიც შედიან კომპანიის მიერ შემუშავებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში (Software Bill of Materials (SBOM). ეს გადაწყვეტილება ახალი ნაბიჯი გახდა კომპანიის ინფორმაციის გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის (Global Transparency Initiative) ფარგლებში.

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ SBOM-ზე გახსნა წვდომა, რათა მომხმარებლებს და პარტნიორებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია მისი პროდუქტების კომპონენტებისა და მიწოდების ჯაჭვში რისკების მართვის აუცილებელ პრაქტიკებზე. ეს არის ახალი ნაბიჯი ციფრული უსაფრთხოების ძირითადი სახელმძღვანელო მითითებების განხორციელებისკენ, რომელსაც „კასპერსკის ლაბორატორია“ ასევე განიხილავს ინდუსტრიის პარტნიორებთან, კიბერსივრცეში პასუხისმგებლური ქცევის შესახებ ჟენევის დიალოგის ფარგლებში. ეს არის გლობალური ინიციატივები, რომლებიც ინიცირებულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია DiploFoundation.

„პროგრამული უზრუნველყოფის სპეციფიკაციის წვდომის (SBOM) კონცეფცია უფლებამოსილებას აძლევს ორგანიზაციებს უკეთესად დაიცვან თავი მიწოდების ჯაჭვებზე თავდასხმებისგან. SBOM-ზე წვდომის გახსნა გვიჩვენებს, რომ გამყიდველი მზად არის დაეხმაროს მომხმარებლებს საიმედო ციფრული ინფრასტრუქტურის აშენებაში. ამ დოკუმენტაციით და გამჭვირვალობის ცენტრების მიერ მოწოდებული შესაძლებლობებით, ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ ყველა საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არის შემუშავებული ჩვენი გადაწყვეტილებები, რას მოიცავენ ისინი და როგორ მუშაობენ“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ოლეგ აბდურაშიტოვი.

SBOM დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია „კასპერსკის ლაბორატორიის“ გამჭვირვალობის ცენტრებში, რომლებიც მოქმედებენ ოთხ ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები