თემურ ჭყონია – “ხაზარაძეს, როგორც მეგობარს, ისე მივწერე წალენჯიხაზე, რა ვიცოდი, აივანზე თუ გადმოდგებოდა და მთელს მსოფლიოს მოსდებდა”

“მამუკა ხაზარაძეს ​მესიჯი გავუგზავნე, მერი რომ დაიწყებს მუშაობას, წალენჯიხაში ვაპირებ ჩასვლას-მეთქი”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძეს მესიჯი, როგორც მეგობარს, ისე მისწერა და წალენჯიხაში ჩასვლა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით სურდა.

„მესიჯი გავუგზავნე, კაცო. მე რა ვიცოდი, ახლა მთელს მსოფლიოს თუ მოსდებდა?! მესიჯი გავუგზავნე, მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლას-მეთქი. მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს. მე რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა. ჩემს თავს დავუსვი კითხვა, წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შესაძლებელია თუ არა რამის გაკეთება და შედეგის მიღება. ეს საკითხი ვისაც გადაჰყავს პოლიტიკურ ქვეტექსტში, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები