ირაკლი კობახიძე: ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ

“ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმს.

მისივე თქმით, ქვეყანას მშვიდობა სჭირდება, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია, ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება მცდელობა, დესტრუქციული ნაბიჯი გადადგას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – აცხადებს კობახიძე.

ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან შაბათს გამართულ აქციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს 24-საათიანი ვადა მისცა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ. 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები