ზურაბ ქადაგიძე: ყიფშიძემ მორიგი “ფეიკი” სააკაშვილის დავალებით გაავრცელა, რათა დღის წესრიგში დააბრუნოს მისი ჯანმრთელობის თითქოსდა, გაუარესების საკითხი
“ყიფშიძემ მორიგი ფეიკი სააკაშვილის დავალებით გაავრცელა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დააბრუნოს მისი ჯანმრთელობის თითქოსდა გაუარესება”, – ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
„დღეს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მთავრობის განცხადებების შემდეგ მან შეწყვიტა წამლების მიღება და უახლოეს საათებში მდგომარეობა შესაძლოა, გახდეს კრიტიკული. ყიფშიძემ მიმართა კონსილიუმს, სასწრაფოდ შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია, სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, რადგან ციხის საავადმყოფოში მას სიკვდილი ელოდება.
ჩემი ინფორმაციით, ყიფშიძემ ეს მორიგი ფეიკი სააკაშვილის დავალებით გაავრცელა, იმისთვის რომ დღის წესრიგში დააბრუნოს მისი ჯანმრთელობის თითქოსდა, გაუარესება, რადგან გუშინ გავრცელებულმა კადრებმა წერტილი დაუსვა კითხვებს მის შიმშილობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მომხრეებშიც“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი.