გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ამ ეტაპზე, მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ

“მნიშვნელობა არ აქვს, საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, მთავარია, ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ ის გაუმჯობესდება ნებისმიერი ფორმით, არის ძალიან კარგი და ამ შემთხვევაშიც, მნიშვნელობა არ აქვს, დეტალებში შევიდეთ, საკვების რა ფორმას და ზომას ღებულობს, ეს არ არის საინტერესო. მთავარია, რომ ექიმების დასკვნით, ამ ეტაპზე მისი არც ერთი სასიცოცხლო პარამეტრი არ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს არის პოზიტიური ინფორმაცია. ამის შესაბამისად, არავის აღარ აქვს იმის საფუძველი, რომ ამ ეტაპზე მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა. ზოგადად, საზოგადოებას აინტერესებს, რა კონკრეტული საფუძველი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. ბუნებრივია, არსებობს კერძო კლინიკაში გადაყვანის პრეცედენტები, თუმცა არა შიმშილობის გამო. უნდა არსებობდეს ამის შესაბამისი საექიმო დასკვნები. თუკი აუცილებლობა იქნებოდა, ეს არ იქნებოდა დამალული, ამას ვერავინ დამალავს დედამიწის ზურგზე, თუკი რომელიმე დასკვნა იქნება სამედიცინო ხასიათის, სადაც იქნება ჩვენებები, რომ აუცილებელი იქნება მისი გადაყვანა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები