ელენე ხოშტარია: განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი, აბსოლუტურად არ მანერვიულებს “ტროლების” ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეჰყვეთ ჩხუბში

“ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს: მე-5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ). ყოველ დღე მოდის ექიმი. ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე”,- ამის შესახებ “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს.

“ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს. ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე. არაფერი არ მაწუხებს და განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი.

აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკი, ამიტომ არც თქვენ შეჰყვეთ ჩხუბში.

როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა.

შიმშილის ერთერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ”,- წერს ხოშტარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები