მიხეილ სარჯევლაძე: თუ არსებობს აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესი, ლეგიტიმურად მიიჩნევა ასეთი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება
ბოლო დღეებში ისე მიჰყავდათ საქმე, თითქოს მომაკვდავი ადამიანი არის საპატიმროში და ამ ფაქტს ვიღაც უდიერად ეპყრობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ეს კადრები არ არის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. კი, რა თქმა უნდა, ეს არის პერსონალური ინფორმაცია, მაგრამ კანონი ამბობს მკაფიოდ, რომ იქ, სადაც არსებობს აღმატებული საზოგადოებრივი ინტერესი, ლეგიტიმურად მიიჩნევა ასეთი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება. თქვენ ნახეთ რა მასშტაბი შეიძინა ამ ყველაფერმა, ადამიანების ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.