რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. შეკრებილები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციის დაწყება 17:00 სთ-სთვის იყო დაანონსებული. მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე 37-ე დღეა, შიმშილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები