ლევან ნიკოლეიშვილი: კარგია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სათანადო პრევენციულ ზომებს იღებენ, მაგრამ ასევე კარგი იქნება, თუ დამნაშვეებს ღიად გამოავლენთ, კანონის მიხედვით დასჯით და ყოველივეს საერთაშორისო საზოგადოებასაც დროულოდ აცნობებთ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღე არ გავა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა არეულობის ხელშემწყობმა ტელეევიზიებმა ახალი მზაკვრული „სიურპრიზი“ არ შემოგვთავაზონ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ციხიდან ხელმძღვანელობს ვითომ მოშიმშილე, ფაფის ჭამით გულშემოყრილი თაღლითი სააკაშვილი. ისევ მიტინგები, ისევ აქციები, სახელმწიფო სტრუქტურების ბლოკირება, გარდა ამისა, ფიქრობენ რომლიმე ოპოზიციონერი ლიდერის გასაღებასაც. ძნელია, რომ არ დაიჯერო ოდნავ მაინც თუ იცნობ მავნებელების ბუნებას (არიქა, შიმშილობის შედეგად ჯანმრთელობა არ გაურესდეს სააკაშვილსო, და, თურმე, ფაფებითა და ნატურალური წვენებით სკდება!), ჭკუა დაუშლის, ვერ გაწირავს ვითომ თავისანს, არ გაუწირავს თუ რა?.. გუშინ, მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი ფაფითა და წვენებით „შიმშილობს,“ პარტტელევიზიებმა ახალი უტიფრობა შემოგვთავაზეს – შიმშილობად ითვლება, თუ სრულყოფილად არ ღებულობს საკვებსო, ანუ რესტორნის მენიუთი თუ არ იკვებებაო. ფაქტია, რომ ამათგან, ყველაფერს უნდა ელოდე და მეტი სიფრთხილე მართებს, როგორც ხელისუფლებას ასევე საზოგადოებას. კარგია, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სათანადო პრევენციულ ზომებს იღებენ, მაგრამ ასევე კარგი იქნება, თუ დამნაშვეებს ღიად გამოავლენთ, კანონის მიხედვით დასჯით და ყოველივე ამას საერთაშორისო საზოგადოებასაც დროულოდ აცნობებთ. აუცილებლად უნდა იცოდნენ, ვის უჭერენ მხარს ხოლმე! საქართველოში არეულობის დრო უნდა დამთავრდეს, დამნაშავეები და ხელისშემწყობები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სუსის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები