“დიახ, აქციებს ვაპირებთ” – რას პასუხობენ “ნაცმოძრაობაში” სუს-ის განცხადებას
სუს-ის მიერ გასვრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო გადატრიალების შესაძლო მცდელობაზე, “ნაციონალურ მოძრაობაში” გამოეხმაურნენ. პარტიაში ამბობენ, რომ საპროტესტო ელექტორატს აქვს ყველა იმ ძალის გამოყენების კონსტიტუციური უფლება, რომელზეც სუს-ში საუბრობენ, შესაბამისად, ბრალდებები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, მათი თქმით, უსაფუძვლოა.
“კონსტიტუციით მონიჭებული უფლებები შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ და ამაზე რომ სერიოზული სახით გამართავს კონკრეტული სამსახური ბრიფინგს, მგონია, რომ დიაგნოზიც შესაბამისად მარტივი გამოსატანია… დიახ, აქციებს ვაპირებთ, დიახ, რუსთავის ციხესთან”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციონერი ლიდერის ლიკვიდაცია, სახელმწიფო შენობების ბლოკირება და გზების გადაკეტვა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება.