დავით ზალკალიანი: ბატონი პრემიერმინისტრი არის ჩვენი ერთგული და დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი – ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი როგორც აქ, თბილისში, ისე – ქვეყნის ფარგლებს გარეთ
ბატონი პრემიერმინისტრი არის ჩვენი ერთგული და დიპლომატიური სამსახურის ძლიერი მხარდამჭერი, ამას გრძნობს თითოეული დიპლომატი როგორც აქ, თბილისში, სამინისტროში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ვიცეპრემიერმა აღნიშნა, დიპლომატები ყოველდღიურად გრძნობენ პრემიერმინისტრის მხარდაჭერას და წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მათი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ სამინისტროს, დიპლომატიურ სამსახურს განსაკუთრებული რესურსები სჭირდება, მით უმეტეს, ჩვენნაირ პატარა ქვეყანას. ამ პროცესში ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას და ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ამ მიმართულებით უკვე წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება, გვაქვს, პრემიერმინისტრის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალიან ძლიერი და სერიოზული მხარდაჭერა”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.