ირაკლი ზარქუა: პრემიერმინისტრის ვიზიტი გაერო-ში ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მსოფლიო გამოწვევების წინაშე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გაერო-ს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტში პრემიერმინისტრის მონაწილეობას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანია ჩვენი პრემიერმინისტრის ვიზიტი გაერო-ში, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი გუნდის და ჩვენი ქვეყნის ლიდერი მსოფლიოს ლიდერებთან ერთად საერთო გამოწვევების წინააღმდეგ გეგმებს, პროგრამებს ვთავაზობთ, თუ როგორ შეიძლება, საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მსოფლიო გამოწვევების წინაშე. ეს არის ჩემთვის საამაყო, რომ ასეთ მნიშნელოვან, გლობალურ თემებში ჩვენი ქვეყნის როლი მნიშნელოვანია და ჩართულები ვართ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები