ქაბულში, საავადმყოფოსთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანია დაღუპული

 

ქაბულში, საავადმყოფოსთან აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანია დაღუპული, 34 დაშავებულია.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია “თალიბანის” წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტო Bakhtar-ის ინფორმაციით, ჰოსპიტალს “ისლამური სახელმწიფოს” წევრები დაესხნენ თავს. მათგან ერთ-ერთმა თავი ჰოსპიტლის შესასვლელთან აიფეთქა, რამდენიმე შენობაში შეიჭრა და, ამჟამად, “თალიბანის” წარმომადგენლებთან ორმხრივი სროლა მიმდინარეობს.

ადგილზე სპეცრაზმიც არის მობილიზებული.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ ქაბულში რამდენიმე წუთის შუალედით ორი აფეთქება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები