ავთანდილ ენუქიძე: ჩემი სურვილი იქნება, მომდევნო სამი წელიწადი მთავრობამ და თქვენც კარგად იმუშაოთ, გააკეთოთ, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო და კარგი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ავთანდილ ენუქიძემ მმართველ პარტიას ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდა.

„ჩემი სურვილი იქნება, მომდევნო სამი წელიწადი მთავრობამ და თქვენც კარგად იმუშაოთ, გააკეთოთ, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო და კარგი. ამიტომ, ხვალიდან ნუ მოდუნდებით და დაიწყეთ იმ სიტუაციაზე ფიქრი, ვინ გიშლიდათ და გიშლით ხელს და ვისაც რა ეკუთვნოდა, ყველამ თავისი მიიღოს თქვენგანაც და სხვისგანაც, თუ გინდათ, ჩვენგანაც. ამიტომ, ეს გაითვალისწინეთ, თორემ ეს სამი წელი ძალიან მალე გაირბენს, დამარცხებული მოწინააღმდეგე კი აქეთ გემუქრებათ“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციიდან მმართველ ძალას ასევე მოუწოდა, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტებით.

„რატომ გაქვთ ორმაგი სტანდარტები? დედა უკვდება კაცს, რომელიც ციხეშია, მას ვერც ნახულობენ, აქ კი კონცერტი გაქვთ მოწყობილი ზოგიერთებისათვის ციხეებში. რატომ აკეთებთ ამას. ეს თქვენ მოგიტრიალდებათ უკან, მიხედეთ დროზე. მე ნამდვილად არ მინდა, ცუდ მდგომარეობაში იყოთ, მაგრამ ჩაგაყენებენ ეგენი ცუდ მდგომარეობაში“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები