ხათუნა სამნიძე – საპარლამენტო უმრავლესობას: გთხოვთ, დროულად გააკეთოთ განცხადება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე

„ველოდები საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელზეც მკაფიო პოზიცია მე ჯერ არ მომისმენია. პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები. პირობა გაქვთ დადებული, ისევე, როგორც ოპოზიციას აქვს პირობა დადებული, რომ ისინიც კენჭისყრაზე ამ დარბაზში შემოვლენ. ველოდები „ნაციონალურ მოძრაობას”, „ლელოს” ფრაქციასაც და თითოეულ დეპუტატს, ვინც თვლის, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოალიციური მმართველობა”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი გარანტია, და არა ერთადერთი, არის სრულად პროპორციული არჩევნები დაბალი ბარიერით.

„გთხოვთ, დროულად გააკეთოთ განცხადება ამის თაობაზე იმიტომ, რომ არავის აღარ ჯერა ამის. მინდა მკაფიოდ მოვისმინო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უახლოეს მომავალში დადგება მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ეს გვეცოდინება წინასწარ, რომ ბოიკოტში მყოფი ძალები, ძალები, რომლებიც მანდატის დატოვებაზე საუბრობენ ამდენი ხანია, ამ კენჭისყრაზე ამ დარბაზში იყვნენ. ამ ნაწილში ერთობლივად გვაქვს გასაკეთებელი და გადასადგმელი ეს ნაბიჯი, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მომავალში მართლა ეყოლება ამ ქვეყანას კოალიციური მმართველობა”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები