თამაზ მოლაშვილი: „ნაციონალურმა მოძრობამ“ არჩევნები პირწმინდად წააგო, ახლა თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ, ფართხალებენ

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრობამ“ არჩევნები პირწმინდად წააგო, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. ფართხალებენ იმიტომ, რომ ის, ვინც ლუკმა- პურს აჭმევს, როგორმე დაარწმუნონ, ვარსებობთო“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

მოლაშვილი თვითმმარველობის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრობამ“ არჩევნები პირწმინდად წააგო, თვითონაც არ იციან, რას აკეთებენ. რაღაც ხომ უნდა გააკეთონ? ხალხის თვალში როგორმე რომ გამოჩნდნენ, აცხადებენ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთო. ეგ არის მაგათი ქმდება, სხვა არაფერი. რა აზრი აქვს მაგათ გარეთ სირბილს? არ მობეზრდათ ეს ყველაფერი? ხალხმა რა დააშავა? მშვიდ გარემოში ცხოვრება ხომ შეიძლება? არ ფიქრობენ ამაზე. რატომღაც, ასე მგონია: მაგათ ვიღაც აფინანსებს, იარსებეთო. რომ იარსებონ, ამიტომ რაღაც უნდა გააკეთონ. უნდა იხტუნაონ, აბა, სხვა რა უნდა გააკეთონ მაგათმა? თავადაც კარგად იციან, რომ ეს არაფრის მაქნისია, მაგრამ ფართხალებენ იმიტომ, რომ ის, ვინც ლუკმა- პურს აჭმევს, როგორმე დაარწმუნონ, ვარსებობთო”, – განაცხადა მოლაშვილმა.

მან განცხადება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„სადღაც მომწონს ის ამბავი, რომ ყოველდღე არ ვიკრიბებით ციხესთან. რომ შევიკრიბოთ და ვიძახოთ, მიშა, ციხეში იყავიო, მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან და იტყვიან, მიშა, გამოდიო, ქვეყანას მშენებლობა არ უნდა? ამაში უნდა დაიხარჯოს დრო? მე იქ მისვლა ხშირად მინდოდა, მაგას გაზეთების მიტანას შევპირდი. 3-ჯერ მივედი გაზეთებით, არ შემაგზავნინეს, ან ოჯახის წევრი უნდა იყო, ან პარლამენტარიო. რა აზრი ჰქონდა შემდეგ ჩემს იქ მისვლას? საერთოდ, პრესა უნდა წააკითხონ, თუ თავად არ წაიკითხავს, ვიღაცამ უნდა წაუკითხოს. მანდ რომ ბედნიერად გრძნობს თავს, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. რატომ? რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობს მაგაზე, რომ გამოვიდეს, ვიღაც რაღაცას დაუშავებსო.
ერთ ამბავს მინდა, მოგიყვეთ: ხელოვნების სკოლის დირექტორი გახლავართ. ჩემს სკოლას რამდენიმე წლის წინ ევრორემონტი გაუკეთეს. ასეთივე რემონტი კიდევ სხვა სკოლას გაუკეთეს, სადაც დირექტორი ჩემი მეგობარია. ერთხელაც მეუბნებიან, საკააშვილი უნდა მოვიდეს აქ და ლენტი გაჭრასო. რა დამემართა: მე მასპინძელი ვიქნებოდი, რომ მოვიდოდა ხელს გამომიშვერდა, ხელი ხომ უნდა ჩამომერთმია? ვისთვის უნდა ჩამომერთმია ხელი? ჩემი შვილის მკვლელია, ღამეები არ მეძინა. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ მოსულა. ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ახლა ისეთ რამეს გეტყვი მოისვენებო, ჩემთან იყვნენ, 2 სნაიპერი დააყენესო, ჩემთან მოდის სკოლაშიო. ეტყობა, ვიღაცამ უთხარა, ეს სულხან მოლაშვილის მამაა, იქ მისვლა არ გინდაო, რა მნიშვნელობა აქვს, ორივე სკოლას ერთნაირი რემონტი გაუკეთდა, მეორეგან წავიდეთო. მთელი ცხოვრება ასეთ უმსგავსო მომენტებში მიხდება ყოფნა.
რაც შეეხება მის შიმშილობას: წაბლის თაფლს თუ მიირთმევთ, და შიგადაშიგ კიდევ რაღაცას გაურევ, ასე შიმშილობა მეც შემიძლია. ასეთი შიმშილობა ყველას შეუძლია. მაგას კარგად ვიცნობ. ჩემი ბიჭის დაბადების დღე იყო, ადრე, როცა ეგ საკრებულოში იყო, ჩემს ოჯახში ნამყოფია სანდრასთან ერთად. ეგ რომ თოხლაობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით… რანაირად ჭამს, ერთი გაყურებინათ“, – განაცხადა მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები