რუსეთში კორონავირუსით ერთ დღეში 1 178 ადამიანი გარდაიცვალა – ქვეყანაში საწოლფონდი იწურება

რუსეთში ეპიდვითარება სულ უფრო მძიმდება. ბოლო ერთ დღეში გარდაცვალებისა და ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა.

კერძოდ, ვირუსს კიდევ 1178 პაციენტი შეეწირა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 240 871-ე ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ვირუსით კიდევ 39 008 ადამიანი დაინფიცირდა, სულ 8 593 200 დადასტურებული შემთხვევაა.

ამ ფონზე ქვეყანაში შესაძლოა, სულ მალე უკვე საწოლფონდის დეფიციტი გაჩნდეს.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტმა, ვლადიმირ ჩულანოვმა განაცხადა, “25 ოქტომბერს – 290 ათასი საწოლი იყო ამოქმედებული, დღეს უკვე 299 ათასია. ამჟამად, ჯანდაცვის სისტემა მაღალი მაჩვენებლებით მუშაობს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა საკმაოდ დაბალია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები