ქაბულში, საავადმყოფოსთან ორი აფეთქება მოხდა

ქაბულში, საავადმყოფოსთან ტერაქტი მოხდა.

როგორც მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, საავადმყოფოსთან, რომელიც 400 პაციენტზეა გათვლილი, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ, გაისმა სროლის ხმა.

რამდენიმე წუთის ინტერვალით, ადგილობრივების თქმით, კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა.

მოჰყვა თუ არა აფეთქებებს მსხვერპლი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები