შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემის გამოჩენის ფონზე, პუტინმა რუსეთის თავდაცვის გაძლიერებაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერების აუცილებლობას, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო აქტივობის ფონზე.

სოჭში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პუტინმა ხაზი გაუსვა ნატო-ს სარაკეტო თავდაცვის კომპონენტების განლაგებას აღმოსავლეთ ევროპაში და ნატო-ს გემების მზარდი მისიების გახშირებას ბალტიისა და შავი ზღვის მახლობლად.

”ახლაც, მოგეხსენებათ, ამერიკული გემი შევიდა შავ ზღვაში – ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ის ბინოკლიდან ან თავდაცვის შესაბამისი სისტემიდან”, – თქვა მან.

პუტინმა აშშ-ის მეექვსე სამხედრო ფლოტის ფლაგმანის გემის  – Mount Whitney-ის შავ ზღვაში შესვლა იგულისხმა.

“ასევე, არის გეგმებიც, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, შეერთებული შტატების მიერ ევროპაში საშუალო რადიუსის რაკეტების განლაგების შესახებ, რაც ასევე დიდ საფრთხეს და საშიშროებას წარმოადგენს ჩვენთვის“, – დასძინა პუტინმა.

მეექვსე ფლოტში განაცხადეს, რომ გემების მისია ხელს შეუწყობს „აშშ-ისა და ნატო-ს ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ზღვაში“ და აღნიშნეს, რომ „ნატო-ს წევრები და პარტნიორები აერთიანებენ ძალებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, პარტნიორების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები