სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 პაციენტი გარდაიცვალა

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რესპუბლიკაში ინფიცირების 310 629 შემთხვევაა დადასტურდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 62 პაციენტი შეეწირა, სულ 6 441 ლეტალური შემთხვევაა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 10 281 ტესტი ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები