უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 20 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 700 პაციენტი გარდაიცვალა

უკრაინაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 19 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 2 955 693 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში დაავადებას 700 პაციენტი შეეწირა, სულ 68 727 ლეტალური შემთხვევაა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ოდესის ოლქში, კიევში, დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები