ნიგერიაში 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა – არიან დაღუპულები

ნიგერიაში 22-სართულიანი შენობა ჩამოინგრა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. BBC-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ლაგოსში მოხდა.

ადგილზე მაშველები და მოხალისეები მუშაობენ. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. 4 ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი და რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი, ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები