ნიკა მელია: ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება

“ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მელია საპროტესტო აქციებს აანონსებს.

“მეგობრებო!

საქართველო პროტესტს იწყებს!

ხვალ, 17 საათზე ბათუმში დაიწყება პროტესტი (აჭარის მთავრობის სახლთან)

ხვალვე, 18 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან. შეკრებას ექნება პერმანენტული ხასიათი და არ დასრულდება მიზნის მიღწევამდე!

ბრძოლა, რომელიც ახლა იწყება, გამარჯვებით დასრულდება!”,- წერს მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები