სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე თვითმმართველობის არჩევნებზე იყო საუბარი.

“ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკოში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე ისაუბრეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები