ისრაელმა, 20 თვის განმავლობაში პირველად, ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა

ისრაელმა, 20 თვის განმავლობაში პირველად, საზღვრები იმ ტურისტებისთვის გახსნა, რომლებიც, არაუგვიანეს 6 თვისა, ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინებით არიან აცრილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის რადიო – Kan ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა ოქტომბრის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-ელი ნოემბრიდან ქვეყანაში შესვლის უფლებით სარგებლობენ ის ტურისტები, რომლებიც არიან აცრილი Pfizer-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს, Sinovac-ის, Sinopharm-ის, Johnson & Johnson-ის და Covishield-ის პრეპარატებით, აცრის ვადებთან დაკაშირებული პირობების დაცვით.

კერძოდ, ტურისტს ბოლო ვაქცინაცია უნდა ჰქონდეს ჩატარებული არაუგვიანეს ექვსი თვისა. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ პირობებს, ასევე, უნდა გაიარონ PCR ტესტი გამგზავრებამდე 72 საათით ადრე და ბენ გურიონის აეროპორტში, ასევე, დადებითი პასუხის შემთხვევაში, ისარელში იზოლაციაში უნდა დარჩნენ უარყოფითი პასუხის მიღებამდე.

გარდა ამისა, 15 ნოემბრიდან ქვეყანაში რუსული ვაქცინა “სპუტნიკით” აცრილი პირებიც დაიშვებიან. ასეთმა მოქალაქეებმა ასევე ისრაელში ანტისხეულებზე დადებითი პასუხი უნდა მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები