დავით ზალკალიანი: პრემიერმინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება
პრემიერმინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მხრიდან დანახულ პრობლემებზე ისაუბრებს, თუ რა საფრთხეს უქმნის კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება- ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვიცეპრემიერის თქმით, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება.
„საქართველო მსოფლიოს ნაწილია და ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც საერთოა მსოფლიოსთვის, რაც არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან და ასევე, იმ მავნე სითბური აირების გამოყოფასთან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას, საქართველოსაც ეხება. ამიტომ, ეს გამოწვევა, როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, საქართველოსთვისაც აქტუალურია და პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლაში სწორედ საქართველოს მხრიდან დანახულ ამ პრობლემებზე ისაუბრებს, იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის თუნდაც კავკასიას გლობალური დათბობა და ტემპერატურის ცვლილება. რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია და უფრო ეფექტიანი იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ბრძოლა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაეროს 20-30 პროგრამის ნაწილი ვართ, რომელშიც ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები გვაქვს და ეს ეროვნული მიზნები და ამოცანები თავსებადობაშია მოყვანილი გაეროს 20-30 წლის მდგრადი განვითარების პროგრამასთან და ვფიქრობ, რომ პრემიერი თავის გამოსვლაში სწორედ ამ კუთხით ისაუბრებს, ჩვენი მხრიდან დანახული პერსპექტივით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მსოფლიომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.