ერდოღანმა მაკრონთან სამხრეთ კავკასიაში “3+3”-ის იდეა განიხილა

თურქეთის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” იდეა განიხილა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთის ლიდერმა, რეჯედ თაიფ ერდოღანმა განუცხადა.

“მაკრონმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება წამოჭრა. ჩვენ ვთქვით, რომ ვიყავით აზერბაიჯანში გასულ კვირას. ახლა პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ძმას, ილჰამ ალიევს გადამწყვეტად სურს ამ პოზიტიური ნაბიჯების გაგრძელება. მაკრონთან შეხვედრაზე წინა პლანზე წამოიწია რეგიონში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის საკითხი რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, საქართველოსა და სომხეთის მონაწილეობით. თუ ყველა თანახმა იქნება, ჩვენ შევქმნით მშვიდობის პლატფორმას“, – თქვა ერდოღანმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს “3 + 3” ფორმატის შექმნის შესაძლებლობა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ირანს აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ამ ინიციატივის მიმართ ისევე, როგორც – თურქეთსა და აზერბაიჯანს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაინტერესდება კონსულტაციებისა და  შეთანხმებების ასეთი მექანიზმის შექმნით.

ოქტომბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს „3+3“ ფორმატში მოლაპარაკებებში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანის, რუსეთისა და თურქეთის მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები